LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში ხანძრის გამო, საქართველოს ექვს მოქალაქეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

84

საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის გამო, საქართველოს ექვს მოქალაქეს სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ინფორმაციას  საქართველოს საგანგებო ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილი ავრცელებს .ელჩის განმარტებით, საქართველოს აღნიშნული მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ექვს ქართველს დასჭირდა სხვადასხვა სახის სამედიცინო ჩარევა. ზოგი შოკშია, ზოგი განერვიულებულია, ზოგს ხელი აქვს დამწვარი და ა.შ. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე არ შექმნია. არც ერთს არ მოუმართავს საელჩოსთვის იმის თაობაზე, რომ მათ ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ. ასევე, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზას ვამოწმებთ დღეში ორჯერ, დღის დასაწყისში და დღის ბოლოს. ამ დილის მონაცემებით, ბაზაში ქართველების გვარი არ დაფიქსირებულა,”- განაცხადა იოსებ ნონეშვილმა.რაც შეეხება სტიქიის საერთო ვითარებას, იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, გუშინდელი ღამის მდგომარეობით, ცეცხლის მასშტაბი შემცირებული იყო და არ არსებობდა ხანძრის კიდევ უფრო გავრცელების საშიშროება.

საბერძნეთში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას ასეულობით მაშველი უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს. პირველადი მონაცემებით დაღუპულია 79 მოქალაქე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები