LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორი კვირაა მართვით სუნთქვაზე არიან” – ციციშვილის კლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

93
BeFunky-collage (6)

ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ “ფორტუნას” კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 90 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 17 რეანიმაციულ განყოფილებაშია.

“ორი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ორი კვირაა მართვით სუნთქვაზე არიან. სხვა პაციენტებს აქვთ თანმხლები დაავადებები, ჟანგბადდამოკიდებულები არიან”, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.

“ფორტუნასთან” საუბრისას ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა კორონავირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ომიკრონი” განსაკუთრებით სწრაფად მოზარდებში ვრცელდება, ამიტომ ვარაუდობს, რომ  რამდენიმე კვირაში ბავშვებში სავარაუდოდ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს.

„ომიკრონი“ არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა, არც უკანასკნელი – მოვუწოდებ, ვისაც ორი დოზა აქვს გაკეთებული, გაიკეთოს მესამე, ვისაც არ აქვს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვაქცინაციას: თენგიზ ცერცვაძე

“ომიკრონის” შესაჩერებლად ორი მიმართულებით არის სამუშაო” – რა გეგმაზე საუბრობს კალოიანი

“ზოგადად, კლინიკური მიმდინარეობა ბავშვებში, ითქვა, რომ არის მსუბუქი, თუმცა, ავადობა ბავშვების კონტიგენტში უფროა. ასევე, როგორც ცნობილია, 20%-ით მეტია ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაც. ჩემი ვარაუდით, წამოვა ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე”,- თქვა მაია ჩხაიძემ.

„მე-6 ტალღის საშიშროება დგას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, სადაც „ომიკრონი“ შევა” – ივანე ჩხაიძე განმარტავს, როდის ჩაანაცვლებს საქართველოში “ომიკრონი” “დელტა” შტამს

“20%-ით მეტია ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა” – როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ბავშვებში