ქუთაისთან მდინარე წყალწითელაში მანქანა გადავარდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან სამმა გამოსვლა მოახერხა, ორი კი ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე ამ დრომდე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.