LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირების 3282 ახალი შემთხვევა და კიდევ 53 გარდაცვლილი პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

44
კორონა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 347 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 387 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 960 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 282 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 913 738-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.71% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.24%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 263 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 866 339.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 169 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 378 შემთხვევა, აჭარა – 272, იმერეთი – 532, ქვემო ქართლი – 121, შიდა ქართლი – 256, გურია – 122, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 252, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი -76, სამცხე-ჯავახეთი – 73, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -38.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 204 საიდანაც: 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 302, აჭარაში – 531, იმერეთში – 1 123. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 380 პირი, მათ შორის, თბილისში – 566, აჭარაში – 126, იმერეთში – 408. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 318 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 32, იმერეთში – 33. 1 021 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 648 – თბილისში, 251 – აჭარაში. 27 557 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 699 ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები