LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუჩინარებულ გერლიანს კვლავ ეძებენ – შსს-მ გამოძიება დაიწყო

132
BeFunky-collage (71)

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორს, ექსპერტ რამაზ გერლიანს, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა, კვლავ ეძებენ.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

"დილის შემდეგ ტელეფონი გამორთულია, თუ სადმე შეამჩნევთ, სასწრაფოდ დარეკეთ" - ახლობლების ცნობით, ეკონომისტი რამაზ გერლიანი გაუჩინარდა, რა პოსტი გამოაქვეყნა ექსპერტმა

"მეგობრებო ყველას ძალიან გთხოვთ გააზიაროთ პოსტი, თუ ვინმე სადმე შეამჩნევთ ან რაიმე ინფორმაციას ფლობთ სასწრაფოდ დარეკოთ ნომერზე : 597146522"

რამაზ გერლიანის ძმის, რომანოზ გერლიანის ინფორმაციით, მისი ძმის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განცხადება ავჭალის პოლიციის სამმართველოში გუშინ შეიტანეს. როგორც გერლიანის ძმა აღნიშნავს, მისი ძმის ტელეფონი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის შესახებ „ფეისბუქ“ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გაითიშა.

ახლობლების ინფორმაციით, მისი კვალი ავჭალის პოლიციის შენობასთან ქრება, სადაც მისი ავტომობილი იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ რამაზ გერლიანმა გუშინ დილით „ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შემოჭრაში ადანაშაულებს. გერლიანის ცნობით, სამართალდამცველი 14 ნოემბერს საკუთარ ბინაში შეიარაღებული დახვდა და ცრუ მოტივით დაკითხა. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის სამმართველოს 35 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.