LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულელმა მეშახტეებმა “საქნახშირის” დირექტორის კანდიდატურა წარადგინეს

114

ტყიბულელი მეშახტეები დღეს „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს ჯამბულ ჯაყელს შეხვდნენ. მეშახტეებმა კომპანიის გენერალურ დირექტორს შახტის დირექტორის თანამდებობაზე ელდარ ჩაფიძის კანდიდატურა წარუდგინეს, რომელსაც ამ დროისთვის შახტში შახტის წარმოების ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია.

როგორც მეშახტეები აცხადებენ, ჯამბულ ჯაყელმა მათ განუცხადა, რომ კომპანია განიხილავს მათ წარდგენილ კანდიდატურას. მეშახტეებმა განაცხადეს, რომ დღეს აქციებს შეწყვეტენ და კომპანიასთან მოლაპარაკების რეჟიმში გადავლენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები