თეთნულდზე გარდაცვლილი უკრაინელი ტურისტი პროზექტურაში გადაასვენეს. ევგენი ალემსდფროვის ცხედარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე ამოიყვანეს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მაშველების და ვერტმფრენის შემთხვევის ადგილზე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.
სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
უკრაინელი ევგენი ალექსანდროვი მეექვსე დღეა, რაც გაუჩინარებული იყო და მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობდა.