ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდსიტუაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ღამის კლუბები გაიხსნას. ამის შესახებ მან “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
“მოგეხსენებათ ღამის კლუბები მომატებული რისკის მქონე დაწესებულებებია. გასაგებია, რომ მათ ჩაატარეს ბევრი ტრენინგები და ვიცი, რომ ემზადებოდნენ და ემზადებიან სერიოზულად, მაგრამ ჯერ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში, არამგონია, რომ იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. ამიტომ, ჯერ უნდა ფრთხილად ვიყოთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომ ღამის კლუბებში ღონსიძიებების გამართვა ამ ეტაპზე აკრძალულია.