LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Franco Fontana-ში საახალწლო აქცია დაიწყო: 50%-იანი ფასდაკლება ოქროს, ვერცხლისა და ბრილიანტების სრულ კოლექციაზე

373
265634390-4587352301385228-1717640493723837184-n

Franco Fontana-ში საახალწლო აქცია დაიწყო. საიუველირო მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს 40% და 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც „ფორტუნას” Franco Fontana -დან აცნობეს, ფასდაკლების აქცია ვრცელდება სრულ კოლექციაზე – როგორც ოქროს და ვერცხლის, ასევე ბრილიანტის ნაკეთობებზე.

გარდა ამისა, აქცია მიმდინარეობს „სოფიას“ ხაზზეც, რომელიც საეკლესიო ნაკეთობებს აერთიანებს. ამ შემთხვევაში, კლიენტი სასურველ ნაკეთობას 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენს.

„ამასთან, სიახლე გვაქვს კოლექციის განახლების კუთხითაც. მივიღეთ ოქროს და ვერცხლის, ასევე ბრილიანტის ახალი ნაკეთობები, რომლებზეც ასევე გავრცელდება Franco Fontana-ს საახალწლო აქცია“, – აცხადებენ საიუველირო მაღაზიათა ქსელში. მათივე ინფორმაციით, Franco Fontana – გემოვნებიანი ადამიანების არჩევანია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სამკაულებს.

შეგახსენებთ, იტალიური წარმოების ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების საიუველირო მაღაზიათა ქსელი „ფრანკო ფონტანა” საქართველოში 2008-2009 წლიდანაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები