ილონ მასკი აცხადებს, რომ ბიოტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Neuralink ტვინში ჩასანერგი მიკროჩიპების ადამიანებზე გამოცდა შესაძლოა, 2022 წლიდან დაიწყოს.
ვიდეო: ილონ მასკის Neuralink-ის მიკროჩიპის საშუალებით მაიმუნი კომპიუტერულ თამაშს თამაშობს
ცნობისთვის, მან კომპანია Neuralink მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ჩიპების თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით, ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. მისი მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა.