აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტის განხილვა პარლამენტში გრძელდება.
დღეს ინიციატივას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე განიხილავენ.
წინასწარი ინფორმაციით, ოპოზიცია კანონპროექტს არსებული რედაქციით მხარს არ დაუჭერს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ცვლილებათა პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვა არ უნდა მოხდეს.
“ეს სფერო ნამდვილად საჭიროებს რეგულირებას” – აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი.
“მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან ნათელია, რომ ამ კანონპროექტის მთავარი მიზანი არის სულ სხვა რამ და, რეალურად, ეს არის დამოუკიდებელი ტელევიზიებისთვის შემოსავლის წყაროების შეზღუდვა.” – განაცხადა სამადაშვილმა.
მისი განცხადებით ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ დეკლარირებული, კეთილშობილური მიზეზის მიუხედავად, ამ კანონპროექტის რეალური ამოცანა ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ინტერესებს.