LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4-დღიანი სამუშაო კვირის ექსპერიმენტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ახალზელანდიური კომპანია მის დანერგვას აპირებს

185

ახალ ზელანდიაში ერთ-ერთმა კომპანიამ ოთხდღიანი სამუშაო კვირის ექსპერიმენტი ჩაატარა. ექსპერიმენტი ორ თვეში დასრულდა, მაგრამ შედეგები იმდენად კარგი აღმოჩნდა, რომ კომპანიას მისი სამუდამოდ დანერგვა სურს.

მარტსა და აპრილში, რვა კვირის განმავლობაში, კომპანიამ თავის 240 თანამშრომელს ერთი სამუშაო დღე გამოუთავისუფლა, თუმცა ხელფასს სრულად უხდიდა. ხელმძღვანელობას სურდა ეხილა, როგორ იმოქმედებდა ეს ნაბიჯი მათ ბიზნესზე.

ექსპერიმენტის დროს კოლექტივის სტრესის დონე 45 პროცენტიდან 38 პროცენტამდე დაეცა, სამსახური-პირადი ცხოვრების ბალანსი კი 54-დან 78 პროცენტამდე გაუმჯობესდა.

რა თქმა უნდა, ასეთი შედეგები მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ყველაზე საოცარი ის აღმოჩნდა, რომ არ გამოიკვეთა არანაირი ნეგატიური გავლენა პროდუქტიულობაზე.

წარმოუდგენლად კარგი შედეგების გამო, კომპანიის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს სურთ ოთხდღიანი სამუშაო დღე მუდმივად დანერგონ.

„შედეგად მივიღეთ მოტოვირებული, ენერგიული, სტიმულიებული სამუშაო ძალა. ხელთ მაქვს სტატისტიკა, რომელიც მიუთითებს, რომ ჩემი პერსონალი ძლიერ ამაყობს კომპანიით, რომელშიც მუშაობენ“- განაცხადა კომოანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები