LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზ გიორგი მამალაძეს „მატროსოვის ციხეში“ ხვალ მეუფეები მოინახულებენ

73

ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ე.წ. მატროსოვის ციხეში ხვალ მეუფეები მოინახულებენ. ამის შესახებ საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განაცხადა.

თევდორაშვილის თქმით, საპყრობილეში შესვლის სურვილი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) და მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) გამოთქვეს. საუბრის თემა მამა გიორგისთვის უცნობია.

„მეუფე გრიგოლმა და მეუფე ილარიონმა საპყრობილეში შესასვლელად საშვი უკვე აიღეს. ზუსტად შესვლის დრო უცნობია,“ – განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში საპატიმროში დეკანოზს, ასევე, სხვა მეუფეებიც მოინახულებენ, თუმცა დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი მათ დასახელებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნომ 11 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი მზადყოფნას გამოთქვამს საპატიმროში დეკანოზ გიორგი მამალაძე მოინახულოს.
სამდივნო ამით 10 ივლისს ადვოკატის მიხეილ რამიშვილის გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ადვოკატმა ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მღვდელმთავრებთან შეხვედრის სურვილი გაახმოვნა.

შეგახსენებთ, დაკავების დღიდან ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე პეტრემ, მეუფე ანდრიამ, მეუფე დიმიტრიმ, მეუფე გრიგოლმა, მეუფე ნიკოლოზმა და მეუფე საბამ მოინახულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები