ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, ღონისძიების “ფუძეობა” ფარგლებში, 21 ივლისს ბაკურიანში სამეწარმეო მარკეტი გაიმართა, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეების ხელშეწყობა.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა – ტექსტილი, აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, და სხვა.
ღონისძიებაზე მოეწყო სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ჰქონდა, ადგილზე გაცნობოდა და დაეგემოვნრბინა ქართული ნაწარმი.