LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას წამლის გარეშე – 6 რჩევა

812
Depression natural treatment infographic concept. Flat modern trendy style.Vector illustration character icon. Isolated on white background. Nine ways to overcome depression.

დეპრესია უძლურების შეგრძნებას იწვევს. არადა ამ სიტუაციის დაძლევა რეალურია და თერაპიასთან ერთად არის რამდენიმე რჩევა, რომელიც მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ფიზიკური აქტივობა, ცხოვრების სტილი და თქვენი აზროვნებაც კი ძალიან ბევრ რამეს ცვლის.
ეს მეთოდები თავს ბევრად უკეთ გაგრძნობინებთ, დაიწყეთ ახლავე, არ გადადოთ!

1. რუტინა
თუკი დეპრესიაში ხართ, რუტინა გჭირდებათ. ყოველი დღის იდეალურად დაგეგმვით და რუტინაში ჩაძირვით დარდისთვის დრო უბრალოდ აღარ დაგრჩებათ.

2. დასახე მიზნები

როდესაც დეპრესიაში ხართ, ისეთი შეგრძნება გაქვთ რომ თითქოს ვერაფრის მიღწევას ვერ შეძლებთ. ეს კი თავს კიდევ უფრო ცუდად გაგრძნობინებთ. სიტუაციის გამოსასწორებლად თქვენს თავს ყოველდღიური მიზნები დაუსახეთ. დაიწყეთ მცირედით და მიხვდებით თუ რამდენად უკეთ იგრძნობთ თავს.

3. ვარჯიში

ფიზიკური აქტივობა ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის დონეს ზრდის და დეპრესიის მქონე ადამიანებზეც დადებითად მოქმედებს. რეგულარული ვარჯიში ტვინს ავარჯიშებს და პოზიტიურ აზროვნებას აჩვევს.

4. იკვებე ჯანსაღად

ბუნებრივია, არ არსებობს ჯადოსნური დიეტა რომელსაც დეპრესიის განკურნება შეუძლია. თუმცაღა, დეპრესიას შეუძლია ზედმეტი საკვების მიღებისკენ გიბიძგოთ და კვებით ჩვევებზე კონტროლი დაგაკარგვინოთ. ამიტომ თქვენს რაციონს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

5. გამოიძინე

დეპრესიას ძილის გაუარესება შეუძლია, რაც უფრო ნაკლებ დროს დაუთმობთ ძილს დეპრესიული ფონიც უფრო გაიზრდება.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ? შეცვალეთ ცხოვრების სტილი, დაწექით და ადექით ერთსა და იმავე დროს. შეეცადეთ დღის განმავლობაში არ დაიძინოთ. მოაშორეთ საწოლს ყველა გამაღიზიანებელი ტექნიკა, ზედმეტი შუქი და ა.შ.

6. მოერიდე ალკოჰოლს და ნარკოტიკს

შესაძლოა დეპრესიამ მეტი ალკოჰოლის, მარიხუანის მოხმარებისკენ გიბიძგოთ. რამდენად შეუძლია ამ ყველაფერს დეპრესიის გამოწვევა უცნობია, თუმცა ფაქტია რომ მავნე ნივთიერებების დიდი ხნის განმავლობაში მოხმარება ტვინის მუშაობას ცვლის და მენტალურ ჯანმრთელობას აუარესებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები