LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ფაუჩი: არსებული ბუსტერ დოზები ომიკრონის წინააღმდეგ მოქმედებს

104
BeFunky-collage (46)

ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ამჟამად არსებული ვაქცინების ბუსტერ დოზა ომიკრონის შტამის წინააღმდეგ მოქმედებს და სპეციალური, ამ შტამზე მორგებული ვაქცინა საჭირო არაა. თეთრი სახლის მთავარი სამედიცინო მრჩეველის აღნიშნულ განცხადებას CNBC ავრცელებს.

მისი განმარტებით, მესამე დოზას სიმპტომური დაავადებებისგან 75%-იანი დაცვა აქვს.

“თუ არ ხართ ვაქცინირებულები, აიცერით, ომიკრონის შემთხვევაში კი თუ ვაქცინირებულები ხართ ბუსტერ დოზაც გაიკეთეთ”, – განაცხადა ფაუჩიმ და დასძინა, რომ ორდოზიანი ვაქცინის დაცვა ომიკრონთან 33%-ია, ხოლო მანამდე, სხვა შტამებთან 80% იყო.

“ომირკონი” 70-ჯერ უფრო სწრაფად მრავლდება, ვიდრე კოროვირუსის ორიგინალური და დელტა ვერსიები ქსოვილის ნიმუშებში, რომლებიც აღებულია ბრონქებიდან – ზაზა წერეთელი კვლევის ახალ შედეგებზე

რატომ ფიქრობენ სპეციალისტები, რომ „ომიკრონი“ უკვე საქართველოშია – რამ შეიძლება შეაკავოს ახალი შტამი

მილიონ ნახევარი ადამიანიდან, რომელთა იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ვაქცინაც არ უნდათ და არც ვირუსი აქვთ გადატანილი, მათი 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება – კულუმბეგოვი

კულუმბეგოვი: „ომიკრონის“ დომინირების შემდეგ, შესაძლოა, ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი 10 ათასს ასცდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები