LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენს ჭკუანაღრძობ სიტყვებს მხარს აღარ დავუჭერთ, ფრთხილად იყავით! – ტრამპი ირანის პრეზიდენტს

100

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის პრეზიდენტს ჰასან რუჰანის სერიოზული შედეგებით დაემუქრა თუ ის ვაშინგტონის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთებას გააგრძელებს.

„არასოდეს დაემუქროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ არადა ისეთი შედეგების წინაშე დადგებით, რომლის წინაშე არასოდეს დამდგახართ თქვენი ისტორიის მანძილზე. ჩვენ აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს თქვენს ჭკუანაღრძობ სიტყვებს, ძალადობას და სიკვდილს. ფრთხილად იყავით,“ – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ირანის პრეზიდენტმა თეირანში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აშშ გააფრთხილა თავი შეიკავოს ირანთან ომისგან. ჰასან რუჰანიმ დონალდ ტრამპს ურჩია ცეცხლს არ ეთამაშოს.

მიმდინარე წლის 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლა გამოაცხადა და ირანს კვლავ დაუწესა ეკონომიკური სანქციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები