სუპერმარკეტების ქსელმა ჰარი კეინისა და ინგლისის ნაკრების სხვა ფეხბურთელებისთვის პარკირებისთვის ადგილები შემოინახა.
გერმანულმა ქსელმა Lidl ჰარი კეინს და მის თანაგუნდელებს პარკინგზე პირადი ადგილები გამოუყო.
კეინის გარდა ასეთი პატივის ღირსი მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეიტიც გახდა, რომელთან ერთადაც გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მივიდა.
ყველა საპარკინგე ადგილზე დატანილია მოთამაშის პორტრეტი და წარწერა: „ყოველთვის იოცნებე უფრო მეტად“ (Always dream big).
ინგლისმა მუნდიალის ნახევარფინალში დამატებით დროში ხორვატიასთან წააგო.
ჰარი კეინი 6 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.
ქსელი Lidl მთელ მსოფლიოში 4500 ფილიალს მოიცავს.