ადვოკატი დავით გირგვლიანი ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღარ დაიცავს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი, გავაკეთო შემდეგი განცხადება. ხადის ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზ კობაურის ინტერესებს.
ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ, რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის. თუმცა, რაც შეეხება ხადის ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს, ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება, მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა, მივიჩნევ, რომ პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემს გარეშე. სხვა რაიმე კომენტარს ამ საქმეზე აღარ გავაკეთებ!“, – დაწერა მან.
https://www.facebook.com/davitgirgvliani/posts/2223597271206029