ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ავრცელებს ფოტოს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციას გადაუღო – ის საახალწლოდ უკვე მორთეს ულამაზესად.
გოგა ჩანადირი წერს:
„მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას აქვს ჩიჩილაკი.
ეს ჩვენი საახალწლო კულტურის ნაწილია და მიხარია, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წელსაც დადგა ეზოში.
მე ვფიქრობ, ლამაზ ქართულ წეს-ჩვეულებებს უნდა მოვუფრთხილდეთ და მათი პოპულარიზება არ უნდა გვეუხერხულებოდეს.
არც თოვლის პაპები დაგვავიწყდეს“.