LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული კომპანია ევროკავშირის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტს იწყებს

99
65829020f6ea67f48aa759d3dd32c68a-XL

ქართული კომპანია ევროკავშირის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტს იწყებს. საუბარია ლოკოკინების ღია ფერმა „ნადი გრუპზე“, რომელიც მომავალი წლის ოქტომბერში ექსპორტზე, დაახლოებით, 200 ტონა ლოკოკინას გაიტანს. საკითხზე „ბიზნეს ფორმულასთან“ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მალხაზ დუნდუამ ისაუბრა.

„გაზაფხულზე ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობას ვასრულებთ. ნორვეგიელი ინვესტორების დახმარებით, ქარხნის წარმადობა დაახლოებით 1000 ტონა იქნება. ოქტომბრიდან ევროკავშირის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ცოცხალი ლოკოკინის (ბურგუნდიული ესკარგო) ექსპორტს ვიწყებთ“,- აცხადებს დუნდუა.

ცნობისთვის, ევროპის ბაზარზე 1 კგ. ლოკოკინის საშუალო ფასი დაახლოებით 3-5 ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები