LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის შიგნით მოგზაურობაზე გაწეული ხარჯები გაიზარდა – თითო ვიზიტი საშუალოდ 203 ლარი ჯდება

59
20180905014410

2021 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 20.1%-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 379.3 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 574.1 ათასი ერთეული შეადგინა. რაც შეეხება რეზიდენტ ვიზიტორებს, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 813.5 ათასით განისაზღვრა, რაც 22.6%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

2021 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების 38.2 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.4%-ს შეადგენდა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 45.1% ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 12.2% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.2% – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

2021 წლის მესამე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (41.0%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 306.6 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 280.3 ათასი ვიზიტი თვეში).

რაც შეეხება ვიზიტებისას გაწეულ ხარჯებს, 2021 წლის მესამე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 320.7 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 46.3% მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 22.0%-ით და 203.8 ლარს უტოლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები