LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არც ისე წვიმს, როგორც ქუხს“…ტრაბახის ელემენტები ბევრია – უყვართ კრემლში ტრაბახი: ზაალ კასრელიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე 

105
ზაალ კასრელიშვილი 2

რუსეთის მთავრობის მოთხოვნას, ალიანსმა გააუქმოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმიანება და აცხადებს, რომ „იმისთვის, რომ სახე შეინარჩუნოს რუსეთმა შიდა პოლიტიკურ ბაზარზე და არც გარეთ, რომ არ გამოჩნდეს დამცირებული, გადაწყვიტა ტოლი და სწორი ეთამაშოს ამერიკის შეერთებულ შტატებს“. მისივე განმარტებით, „არც ისე წვიმს, როგორც ქუხს და რუსეთის მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ტრაბახის ელემენტები ბევრია, რადგან კრემლში უყვართ ტრაბახი“.

მისივე თქმით, რუსეთი საქართველოში უკვე შემოსულია და ძალით შემოსვლა აღარ სჭირდება. კასრელიშვილის განმარტებით, რუსეთს საქართველოში ​შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებისათვის სერიოზული ბერკეტები აქვს.

კითხვაზე, რამდენად დამაკმაყოფილებელია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის და ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებები, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღება საქართველოს შიდა უსაფრთხოების და ფინანსების მიმართულებით უნდა განვითარდეს.

რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ სახელმწიფოებს აქვთ გავლენის სფეროები, რაც ჩვენთვის მიუღებელია: იენს სტოლტენბერგი რუსეთის მოთხოვნაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მიუღებელია: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

„ჩვენ ველოდით ასეთი ტიპის განცხადებას რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან. ჟენევაშიც და ვიდეოთვალით საუბრის დროსაც მან კატეგორიულად დააყენა საკითხი ყირიმის დაბრუნების და რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და ცხინვალის ოლქში დამოუკიდებლობის აღდგენის უკან გათხოვნის. იმისთვის, რომ სახე შეინარჩუნოს რუსეთმა შიდა პოლიტიკურ ბაზარზე და არც გარეთ, რომ არ გამოჩნდეს დამცირებული, გადაწყვიტა ტოლი და სწორი ეთამაშოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქვეყანას, რომელიც 7-ჯერ აღემატება სამხედრო პოტენციალით რუსეთს და რამდენიმე ათეულით მის ეკონომიკას.

რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ესეთი ტიპის განცხადებებს არ აკეთებს. არც ისე წვიმს, როგორც ქუხს და ტრაბახის ელემენტების ბევრია. უყვართ კრემლში ტრაბახი. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული სულ ვიღაცას ებრძვიან, სულ ვიღაცას ეხმარებიან ვიღაცის გაუბედურების ხარჯზე, ასე რომ ეს არ გაგვკვირვებია.

აქცენტები აქვთ უკრაინაზე იმიტომ, რომ ძალიან დიდი პრობლემაა 40 მილიონიან, კარგად შეიარაღებულ ქვეყანას ეომონ, თან საერთშორისო მხარდაჭერა აქვს დიდი უკრაინას, განსხვავებით ჩვენგან 2008 წელს, მაგრამ უკრაინის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების ბერკეტები აღარ აქვთ იმიტომ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბიზნესში, მედიაში და პოლიტიკაში მოკალათებული რუსეთის სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე პირები სულ ყველა ან დააკავა, ან გაანეიტრალა.

რაც შეეხება საქართველოს. საქართველოში ძალით შემოსვლა მას აღარ სჭირდება, რადგან შემოსულია. მაგრამ საქართველოში მას სერიოზული ბერკეტები აქვს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების.

დღეს საკრებულოში ისეთი ვითარებაა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ფონზე, რომელს გაუჩნდება სურვილი ოპოზიციასთან ითანამშრომლონ, ან ხელისუფლებაზე დადონ ფსონი. ჯერ არავინ არ იცის, დაზვერვა მიდის.

მინდა მივმართო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას, რომ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები მიიღოს მოცემულობად და 2022 წელს ცოტა მეტი აქტიურობა გამოიჩინოს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე ადამიანების მიმართ, რომლებიც საქართველოში მრავლად არიან მედიაშიც, პოლიტიკაშიც, ბიზნესშიც და არასამთავრობო ორგანიზაციებშიც.

მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, პარლამენტის ვიცე-სპიკერს გია ვოლსკს: როდის მიიღებთ კანონს ლუსტრაციის შესახებ? როდის მიიღებს კანონს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და ცილისწამების შესახებ? მთელი მსოფლიო „ბოტებს“ და „ფეიკებს“ ებრძვის და როდის მიიღებთ კანონს სამშობლოს ღალატის შესახებ? იქნებ განმარტება მაინც ჩადოთ რა არის სამშობლო კანონში და რა ითვლება ღალატად. ზღვარი დღეს საქართველოში საბოტაჟს, კორუფციასა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას შორის თითქმის წაშლილია. ამიტომ ეს ღალატის ცნება ჰაერში კიდია.

რუსეთი ეკონომიკურად დაუძლურებულია. ჩვენზე ძლიერი, რომ არის ფიზიკურადაც, ეკონომიკურადაც და სამხედრო თვალსაზრისითაც ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძლიერია. რა ნიშაც უნდა, რომ აიღოს მსოფლიო პოლიტიკაში, იმ ნიშისთვის მზად არ არის. იმ ქვეყნების პირველ ხუთეულშიც არაა, რომელ ქვეყნებსაც ბაძავს და ეჭიდავება. რუსეთმა განაცხადა, რომ 30-მა ქვეყანამ, თურმე უნდა მის ჭკუაზე იაროს. ამ დროს რუსეთი ამ 30 ქვეყნის ეკონომიკაზეა დამოკიდებული. სასაცილოა, რომ ნატოს ხელმძღვანელობას ადეკვატური პასუხი არ გაეცა.

რა თქმა უნდა ცოტა მეტი უნდა გაკეთდეს, უფრო მეტად უნდა მომზადდეს ქართული ჯარი, უფრო მეტი მომზადება უნდა მოხდეს სტრატეგიული დანიშნულების თავდაცვითი საშუალებების, ნატოს სპეცსამსახურების დახმარებაა საჭირო იმაში, რომ ეს მე-5 კოლონა, რომელიც საქართველოში კარგად არის ფესვებგამჯდარი აილაგმოს. ყველა რუსეთის დროშით კი არ გამოვა. ზოგი გამოვა პატრიოტის დროშით, ზოგი ქართველის, ტრადიციების დამცველის, კონსერვატორის დროშით და სინამდვილეში ეს ყველაფერი ღიას ტოვებს კარებს რუსეთის სპეცსამსახურებისათვის საქართველოში, რომ მათ პოლიტიკურ პარტიებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე თუ არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინონ.

ვფიქრობ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღება ამ ორი მიმართულებით უნდა განვითარდეს – შიდა უსაფრთხოება და ფინანსები“, – განმარტა ზაალ კასრელიშვილმა.

ენტონი ბლინკენი: NATO-მ 2008 წელს დაადასტურა, რომ მისი კარი უკრაინისა და საქართველოსთვის ღიაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები