LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 და 12 წლის ბავშვების გაუპატიურებისთვის ორი პირია დაკავებული, ერთ-ერთი ბავშვების მამაა

1001
არასრულწლოვანი - გაუპატიურება

45 წლამდე მამაკაცი 15 წლამდე ასაკის შვილების მიმართ სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია 9 და 12 წლის ასაკის ბავშვებზე.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც ბავშვებზე მამასთან ერთად სისტემატიურად ძალადობდა. დამატებითი დეტალები მომხდარის შესახებ უცნობია.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137- ე (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურება) და 140- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები