ახალი საწარმო დედაქალაქში: კომპანია „ნიკორას“ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, სადაც კომპანია ხორცპროდუქტების ახალ საწარმოს აამოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
პროექტი 15 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. დასაქმდება 300-მდე ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა 11 საკითხი განიხილა, მათ შორის, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციაც.