LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძე: სახელმწიფო პროგრამით გერმანიაში საქართველოს 300-მდე მოქალაქე დასაქმდა

106
გერმანიაში დასაქმება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამით გერმანიაში საქართველოს 300-მდე მოქალაქე დასაქმდა. ამის შესახებ მან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები განხორციელდა ცირკულარული მიგრაციისა დასაქმების კუთხით. 300-მდე ადამიანი დასაქმდა ამ პროგრამით გერმანიაში, ასევე მიმდინარეობს ინტენსიური დასაქმება ისრაელში. ევროპის არაერთ ქვეყანაშია კიდევ ხელი მოწერილი და დამატებით კიდევ მოეწერება. ეს უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეულ და დაცულ დასაქმებას უცხო ქვეყნებში, სადაც მათ ეცოდინებათ, რომ ნებისმიერი გამოწვევის შემთხვევაში, სახელმწიფოს ძალუძს, ჩაერთოს გამოწვევაში და ჩვენი მოქალაქის დასაცავად დადგეს.

პრობლემები, რა თქმა უნდა, იყო, რადგან ეს პროგრამა ახალი იყო როგორც საქართველოსთვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს მიმართულება განვახორციელეთ, მაგრამ ვთვლი, რომ რეაგირება წარმატებული იყო – იყო მყისიერი რეაგირება ყველა გამოხმაურებაზე. ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც, ასევე, იყო დიდი ინტერესი და სურვილი, რომ ჩვენს მოქალაქეებს დახმარებოდნენ. მათი უფლებები გასწორებულია ადგილობრივი მოქალაქეების უფლებებთან და ვთვლით, რომ ეს მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი მოქალაქეები ტრეფიკინგისგან დავიცვათ,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების სურვილი წელს დაახლოებით 98 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოხატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები