LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას გუნდმა კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც საკრებულოებში ყველა გადაწყვეტილების ღია კენჭისყრით გამართვას ითვალისწინებს

66
ანა ბუჩუკური

ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა პარლამენტში კანონპროექტი დააინიციირეს,  საკრებულოებში ყველა გადაწყვეტილების ღია კენჭისყრით მიღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა დღეს, 13 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ბუჩუკურის თქმით, ვინაიდან საკრებულოებში თანამდებობის პირთა არჩევა ამ დღეებში მიმდინარეობს, კანონპროექტის ინიციატორები მისი დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, სააშკარაოზე გამოვიდეს „ოცნების“ უკანონობა, ხოლო მეორე მხრივ, გამოირიცხოს სხვადასხვა პარტიის მიერ სპეკულაციები და გაიზარდოს საკრებულოს წევრთა კეთილსინდისიერების, მათი საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ღია კენჭისყრით, მათ შორის, როდესაც გადაწყვეტილება ეხება პირის თანამდებობაზე არჩევას, თანამდებობიდან გადაყენებას თუ უნდობლობის გამოცხადებას“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები