LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროგნოზირება, რომ კონკრეტულ კალენდარულ დღეს გავათავისუფლებთ შეუძლებელია… პროტესტი იქნება ხან აღმავალი, ხან ტალღებად – მელია

141
Untitled design - 2021-12-09T155250.317

ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ და მომავალში გასამართი საპროტესტო აქციების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ  პროტესტი ხან იქნება აღმავალი, ხან ტალღებად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იყოს მზარდი.

მისი თქმით, ვითარება ჩიხური არაა და კვანძი აუცილებლად გაიხსნება.

„პროგნოზირება იმის, რომ კონკრეტულ კალენდარულ დღეს გავათავისუფლებთ შეუძლებელია და მსოფლიოში ვერცერთი ადამიანი ამას ვერ იტყვის. პროცესი უნდა შეიქმნას შესაბამისი, როცა ქალბატონი ზურაბიშვილი ისეთ განცხადებას ვერ გაავრცელებს, როგორსაც ავრცელებდა.

ვითარება ბოლომდე ჩიხური არაა, კვანძი აუცილებლად გაიხსნება და ეს დიდწილად ოპოზიციაზეა დამოკიდებული, ოღონდ მხოლოდ ოპოზიციაზე არა, რადგან, ჩემი აზრით, დღეს ოპოზიციაა ყველა, ვისაც სჭირდება ცვლილება ამ ქვეყანაში. ამ საპროტესტო მოძრაობას პიკი ექნება, ეს პიკი იქნება. საპროტესტო მოძრაობა ტალღებად არის.

ჩვენ შეგვიძლია ხვალ და ზეგ მძლავრი საპროტესტო აქციები გავმართოთ, მაგრამ მეოთხე დღეზეც ხომ უნდა ვიფიქროთ, მე ამ მეოთხე დღეზეც და მეხუთე დღეზეც ვფიქრობ. პირობითად ვამბობ ამას. შეიძლება ბევრმა თქვას, რომ პროტესტი გაილია, ადამიანები გამოიფიტნენ. არავითარ შემთხვევაში ამ რეალობას ასე დარჩენა არ უწერია. სტატუს კვო შეიცვლება.

მე პასუხისმგებლობა მაქვს უამრავი ადამიანის წინაშე და 13 ადამიანი, რომელიც პატიმრობაშია განვიცდი.

ჩაგვივარდნენ ტყვეობაში და არ მინდა, რომ ეს რიცხვი მომდევნო კვირების განმავლობაში ასეულს და ორასეულს მიუახლოვდეს. საპროტესტო მოძრაობას რესურსებით გაძლიერება სჭირდება, ამის თქმა არ მერიდება. პიკი და კულმინაცია ყველა საპროტესტო მოძრაობას ექნება – ხან იქნება აღმავალი, ხან ტალღებად, მაგრამ მნიშვნელოვანია იყოს მზარდი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ახლა ივანიშვილის მთავარი მოკავშირეა საახალწლო გოჭი და საცივი, დეკემბერში ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის – სააკაშვილის მორიგი მიმართვა