Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ავსტრალიის ერთ დარბაზში მოვარჯიშე 55-მა ქალმა ლატარიაში 80 მილიონი დოლარი მოიგო – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრალიის ერთ დარბაზში მოვარჯიშე 55-მა ქალმა ლატარიაში 80 მილიონი დოლარი მოიგო

40
Capture

ავსტრალიაში, ქალაქ ბელდონში რეკორდული რაოდენობის ჯეკპოტი – 80 მილიონი დოლარი გათამაშდა.

ABC News-ის ინფორმაციით, გამარჯვებული ერთდროულად 55 ქალბატონია და მომგებიანი ბილეთი მათ ერთად შეიძინეს. ქალები ერთ ფიტნეს დარბაზში დადიან. მათი ასაკი 17-დან 84 წლამდეა და ლატარიის ბილეთისთვის თითოეულმა 5 დოლარი დადო. ბილეთი სპორტული დარბაზის ხელმძღვანელმა იყიდა.

როდესაც ქალებმა მოგების შესახებ გაიგეს, იმ წამსვე რესტორანში წავიდნენ და გამარჯვება ძვირადღირებული შამპანურით აღნიშნეს. რაც შეეხება ჯეკპოტს, თითოეულ გამარჯვებულს 1,45 მილიონი დოლარი შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ მოვარჯიშეებმა შტატის რეკორდი მოხსნეს, აქამდე ყველაზე მასშტაბური მოგება სულ რაღაც 50 მილიონი იყო. რაც შეეხება მთლიანად შტატებს, ქალბატონების მოგება სიდიდით მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები