LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ იფიქროთ, რომ ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, თუმცა მოგვიწევს ურთიერთობების გადახედვა

69
კალაძე

ვცდილობ, ყველა ჟურნალისტს ვუპასუხო კითხვებზე, მაგრამ როდესაც არ შუქდება კონკრეტული ღონისძიებება, ძალიან ცუდია, თუ ეს გაგრძელდება, მოგვიწევს ჩვენი ურთიერთობის გადახედვა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მე ვალდებული ვარ, ვიყო ყველას მერი, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და ის სიკეთეები, რასაც ვაკეთებთ ამ ქალაქისთვის, ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, თანაბრად ნაწილდება ყველასთვის, – კახი კალაძე

კალაძის თქმით, გარკვეული მედიასაშუალებების მიერ მერიის ორგანიზებული ღონისძიებების გაშუქება არ ხდება.

დედაქალაქის მერი განცხადებით, მედიასთან კომუნიკაცია კვირაში რამდენჯერმე ხდება, მერიის დაორგანიზებულ ღონისძიებებზე, სადაც ყოველდღიურ საქმიანობას აცნობენ მათ, მედიასაშუალებები კი არც ერთ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

“გიწვევთ, გეძახით, გეძლევათ შესაძლებლობა გააშუქოთ ის პროექტები, რომლებსაც მუნიციპალიტეტი სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს, არ იფიქროთ რომ ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ ჩარჩოები ხომ არსებობს. მოდიხართ, იღებთ არ აშუქებთ” – აცხადებს დედაქალაქის მერი.

კალაძის თქმით, ის მისი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობს უპასუხოს შეკითხვებს. თუმცა თუ ინფორმაციას მედია საზოგადოებას არ მიაწვდის, კალაძის თქმით მას მოუწევს ურთიერთობებს გადახედოს და ამ მიმართულებით კონკრეტული ზომები მიიღს.

“რა თქმა უნდა არ მსიამოვნებს, ეს უბრალოდ ცუდია. ამ ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები, ყველა ჩემი მხარდამჭერი არ არის.. ვიღაცამ ჩემს წინააღმდეგ მისცა ხმა. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ამ ქალაქში ცხოვრობენ, ვცხოვრობთ ყველა, ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ მე, კახა კალაძეს და ჩემს გუნდს დაგვიჭირა მხარი” – აცხადებს თბილისის მერი.

შესაბამისად, კახი კალაძე თავს ვალდებულად თვლის, იყოს ყველას მერი, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.

“და ის სიკეთეები, რასაც ჩვენ ვცდილობთ და ვაკეთებთ ამ ქალაქისთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, თანაბრად ნაწილდება ყველასთვის და არავითარ შემთხვევაში არ ხდება ადამიანების დაყოფა პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ნიშნით” – აცხადებს დედაქალაქის მერი.

ეს ქალაქი ყველასია და ის, რასაც ვაკეთებთ, ყველას თანაბრად უნდა შეხვდეს, ამიტომ თქვენი, მედიის როლი აქაც მნიშვნელოვანია და ის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რა კეთდება, რა პროექტი ხორციელდება, ვფიქრობ, პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები