LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არსებობს იმის მოლოდინის საფუძველი, რომ არსებული ვაქცინები “ომიკრონის” წინააღმდეგ ეფექტიანი არ იქნება: ჯანმო

168
1

“არსებულმა კოვიდვაქცინებმა მაინც უნდა დაიცვას მძიმე გართულებებისგან ის ადამიანები, რომლებიც “ომიკრონის” ახალი შტამით ავადდებიან”, – ეს დამაიმედებელი ვარაუდი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეკუთვნით.

მაშინ, როდესაც ახლად აღმოჩენილი შტამის შესახებ მკვლევრებისთვის ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია, ხოლო პირველი ლაბორატორიული ტესტებით ვარაუდობენ, რომ “ფაიზერის” ვაქცინამ ამ შტამისგან დაცვა ვერ უზრუნველყოს, WHO-ში ამბობენ, რომ ამაზე ფიქრის საფუძველი არ არსებობს.

როგორც ჯანმო-ს დოქტორმა მაიკ რაიანმა განაცხადა, ჯერ არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ “ომიკრონი” უფრო მეტად აიცილებს თავიდან ვაქცინების დაცვას, ვიდრე ვირუსის სხვა ვარიანტები.

“ჩვენ გვაქვს ძალიან ეფექტიანი ვაქცინები, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდა ყველა ვარიანტის წინააღმდეგ, მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით და არ არსებობს  იმის მოლოდინის საფუძველი, რომ ეს ასე არ იქნება “ომიკრონის” შემთხვევაშიც”, – თქვა ჯანმო-ს გადაუდებელი დახმარების დირექტორმა დოქტორმა მაიკ რაიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავდაპირველი მონაცემებით, შესაძლოა ივარაუდონ, რომ “ომიკრონი” არ აავადებს ადამიანებს იმაზე მძიმედ, ვიდრე “დელტა” და სხვა შტამები.

ენტონი ფაუჩი: თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ „ომიკრონის“ შტამი კორონავირუსის უფრო მძიმე შემთხვევებს არ იწვევს, ვიდრე „დელტა“ შტამი