LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკროსაფინანსო სექტორი და საინვესტიციო ინსტიტუტები სპეციალურ შეხვედრას გამართავენ

100

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის ორგანიზებით, დღეს, სასტუმროში “ჰოლიდეი ინ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, თემაზე: მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირების საკითხები საერთაშორისო ინვესტორებისათვის.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საფინანსო სექტორის წარმომადგენლები და საინვესტიციო ინსტიტუტები დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ახალი კანონმდებლობის იმპლემენტაციას, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ისე შესაბამისი სეგმენტის მოსახლეობისთვის, როგორ აისახა ის საინვესტიციო ბაზრისთვის და რა შედეგები შეიძლება მთლიანად მოიტანოს ახალმა რეგულაციამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

ღონისძიებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მიკროსაფინანსო საინვესტიციო სააგენტოების, დიპლომატიური მისიების, აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და მარეგულირებელ უწყებათა წარმომადგენლები დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები