LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უცხოელებმა მიწა ამოთხარეს და ხეებს ფესვები მოჭრეს”

326

ექიმი მადონა ჯუღელი სოციალურ ქსელში, უცხოელების მიერ ხეების დაზიანების ფაქტზე წერს. როგორც ჯუღელი ამბობს, მათ მშენებლობისას მიწა ამოთხარეს და ხეებს ფესვები მოაჭრეს, შედეგად რა თქმა უნდა, ხეები გახმა.

როგორც ექიმი წერს, ამ ეტაპზე საჯარო რეესტრში არკვევენ რამდენად ჰქონდათ მათ, ხეების განადგურების უფლება.

“ისტორია ასეთია: გერმანიის საერთაშორისო კონფერენციიდან ახალი ჩამოსული ვარ, აეროპორტიდან სახლში ვბრუნდებოდი, როდესაც ჩემს უბანში გავლისას შევამჩნიე, რომ ხეები, რომელიც ასე ამშვენებდა გარემოს, მოკლეს. დიახ, რასაც თქვენ ფოტოზე ხედავთ, ეს გარემოს მკვლელობაა.

​ბინის მეპატრონეებმა ბოლო ერთ კვირაში, სახლის ღობე გადმოწიეს და ხეები საკუთარ ტერიტორიაზე მოაქციეს. სამშენებლო სამუშაოების დროს, მიწა ამოთხარეს და ხეებს ფესვები მოაჭრეს, შედეგად, ისინი დაიღუპნენ.

ვერ აგიხსნით, ამ სურათის დანახვისას, როგორი ბრაზი ვიგრძენი. ნაცვლად იმისა, რომ იმ გარემოზე ვზრუნავდეთ, სადაც თავადვე ვცხოვრობთ, მას ვსპობთ.

​შევეცადე ადამიანურად გამერკვია, რა ხდებოდა და ჰქონდათ თუ არა უფლება, ასე ვანდალურად მოქცეოდნენ ბუნებას. თუმცა, სახლის უცხოელმა მეპატრონემ ჩემთან საუბარი არ ისურვა და უხეში ტონით თავიდან მომიცილა.

​ბუნებრივია, ამით ვერ დავამთავრებდი საქმეს. მე ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მაქვს. დავრეკე მერიაში, ზედამხედველობის სამსახურში და ამ ფაქტთან ერთად, ჩემს უბანში, მოჭრილი ხეების საკითხიც შევატყობინე.

​ისინი დღეს პატიოსნად გამოცხადდენ ადგილზე და ორივე ფაქტი დაადასტურეს. როგორც აღმოჩნდა უცხოელებს მიწა აუქციონით ჰქონდათ ნაყიდი, თუმცა ჯერ საჯარო რეესტრში გასარკვევია, რამდენად ჰქონდათ ღობის გადმოწევის და ხეების განადგურების უფლება. აუცილებლად დაველოდები მათ პასუხს და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. თუ ხეს ანადგურებ, მათ მაგივრად ახალი ნერგები მაინც უნდა დარგო!

​უბრალოდ, მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ გარემოზე ზრუნვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ჩვენ ერთად ვსუნთქავთ ჩვენს ქმედებას. ეს უკანასკნელი კი, ჯანმრთელ გარემოს უნდა ხმარდებოდეს,” – წერს მადონა ჯუღელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები