მეგობარი თქვენი მოტივაცია, მთავარი მხარდამჭერი უნდა იყოს და არასდროს ცდილობდეს, ფარულად ზიანის მოყენებას, რადგან სწორედ ამგვარი მოქმედება მიუთითებს მის არაგულწრფელობასა და ყალბ მეგობრობაზე.
მუდმივი „მაგრამ…“ – თუ თქვენი მიღწევებით „აღფრთოვანებულ“ მეგობარს არასდროს ავიწყდება სიტყვა „მაგრამ“, რომელსაც აუცილებლად უამრავი შენიშვნა მოჰყვება, დარწმუნებული იყავით, რომ მეგობრობა არაგულწრფელია, რადგან ამგვარი ორაზროვანი „კომპლიმენტები“ ნებისმიერ ურთიერთობას ანგრევს.
პასიურობა – თუ მეგობარი დიდი ხნით იკარგება, ნაკლები ხალისით პასუხობს თქვენს სატელეფონო ზარებს, შეტყობინებებს და მუდმივად მოუცლელობას იმიზეზებს, დროა დაფიქრდეთ თქვენს ურთიერთობაზე, რადგან არაფერში გჭირდებათ მეგობარი, რომელიც აბსოლუტურად არ ინტერესდება თქვენი ცხოვრებით.
დისკრედიტაცია – თუ კოლეგასთან მეგობრობთ, რომელიც ყოველთვის ხმამაღლა აღნიშნავს თქვენს შეცდომებს და საჯაროდ გაკრიტიკებთ, მაშინ ის არა მეგობარი, არამედ სახიფათო მოშურნეა, რომელიც მხოლოდ საკუთარ კარიერაზე ფიქრობს და არაფერში სჭირდება თქვენთან მეგობრობა.
ფლირტი თქვენს პარტნიორთან – თუ მეგობარი ზედმეტ ყურადღებას იჩენს თქვენი პარტნიორის მიმართ, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენთან მეგობრობა მხოლოდ მიზეზია საკუთარი ფარული სურვილების ასასრულებლად. მოურიდებლად გამოთქვით უკმაყოფილება და შეინარჩუნეთ დისტანცია, რადგან ასეთი „მეგობრისთვის“ აბსოლუტურად სულერთია თქვენი გრძნობები.
კრიტიკა – თუ კრიტიკა არა ობიექტური, არამედ ირონიულია და სერიოზულად აკნინებს თქვენს მიღწევებს, მაშინ თქვენს მეგობარს მხოლოდ შური ალაპარაკებს, რადგან ხვდება რომ ბევრად წარმატებული ხართ და საკუთარი მარცხის დავიწყებას სწორედ თქვენი კრიტიკით ცდილობს.
მარცხის ხაზგასმა – თუ კრიზისს განიცდით, მეგობარი კი, მხარდაჭერის ნაცვლად ხაზს უსვამს თქვენს შეცდომებს და ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევთ, უკეთესია მარტომ დაძლიოთ ყველა სირთულე, არასდროს გქონდეთ ასეთი „მეგობრის“ იმედი.
ჯიბრი – თუ ერთად შეუდექით საქმის კეთებას, მაგრამ თანამშრომლობა ომს დაემსგავსა, რადგან მეგობარი ყველა წვრილმანში გედავებათ, ყველაფერს შურით და თქვენს ჯიბრზე აკეთებს, მაშინ დროა იფიქროთ ახალი მეგობრების შეძენაზე.