LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ახალი მინი სერიალი მკვლელ ცოლ-ქმარზე, სადაც მთავარ როლს ოლივია კოლმანი ასრულებს

424
olivianews

6 დეკემბერს ეკრანებზე გამოვიდა ახალი მინი სერიალი „მებაღეები“, რომელსაც მაყურებელი დიდი ხანია ელის. ეს გახლავთ უილ შარპის მიერ გადაღებული 4 სერიანი დრამა, დეტექტიური ჟანრის ფილმების მოყვარულებისთვის. ისტორია კი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და ცოლ-ქმრის ისტორიას გვიყვება, რომლებიც მშობელს სასტიკად კლავენ და მათი სახელებითა და გვარებით იწყებენ ცხოვრებას.

სასტიკი მკვლელობის დაფარვის, საბუთების გაყალბების, თანხების მითვისებისა და სხვა მაქინაციების შემდეგ წყვილი ჩვეული რითმით განაგრძობს ცხოვრებას, სანამ გარდაცვლილი ქალის ასაკი 100 წელს არ გადასცდება და საპენსიო სააგენტოს არ გაუჩნდება ეჭვი, რომ აქ ყველაფერი ისე არ არის. წყვილი ხვდება, რომ ციხე გარდაუვალია და ქვეყნიდან გარბის. სერიალში საინტერესოა ის ფაქტი, რომ მთავარ როლებს მასში ოლივია კოლმანი და დევიდ თიულისი ასრულებენ. თრეილერიდან ჩანს, რომ წინ დაძაბული სანახაობა გველის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები