LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის პასუხისმგებელი პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან

86

ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის პასუხისმგებელი პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან, – ამის შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბესიკ ამირანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაიხურება.

ამასთან, ამირანაშვილმა მინდელის სახელობის შახტში გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი გამოკითხვაზე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. როგორც მოგეხსენებათ, ოთხი ადამიანი, საუბედუროდ, გარდაიცვალა. დამატებით მინდა მოგახსენოთ, რომ გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება,“ – განაცხადა ამირანაშვილმა.

მინდელის სახელობის შახტში დღეს, გამთენიისას მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 6 მეშახტე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები