LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რწყვის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის

122

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რწყვის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. შპს „საქართველოს მელიორაცია“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, შეიქმნა შტაბი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რწყვის პროცესს კოორდინაციას გაუწევს.

უწყების ცნობით, შტაბში თავს მოიყრის სრული ინფორმაცია რეგიონებიდან, რომლის დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ოპერატიულად გადაწყდება სარწყავი წყლის განაწილებისა და მისი ეფექტიანი მოხმარების საკითხები.

”ცხელი ხაზის საშუალებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რწყვის პროცესის მიმდინარეობაზე მისთვის სასურველი ინფორმაცია მიიღოს. ასევე, წყლის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, კომპანიას შეატყობინონ მორწყვასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების შესახებ. შეტყობინების საფუძველზე სპეციალისტთა ჯგუფები უმოკლეს ვადაში მოახდენენ რეაგირებას“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები