რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
“ფორტუნას” ინფორმაციით, საავტომობოილო გზის ფონიჭალის მონაკვეთზე სომხეთიდან მომავალი ტრაილერი დაახლოებით, 70 წლამდე კაცს დაეჯახა, რომელიც ე.წ. ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა. შემთხვევის შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.