LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში TBILISI METRO FEST გაიხსნა

114
tbilisimetrofest

პირველად, დედაქალაქის მეტრო გალერეად გადაიქცა. 7 და 8 დეკემბერს მგზავრებს სხვადასხვა ტიპის გამოფენების და ინსტალაციების დათვალიერება შეუძლიათ. TBILISI METRO FEST-ს წარმოადგენს ArtUp – Street Gallery.

ფესტივალი სამ მეტროსადგურს მოიცავს – ესაა მარჯანიშვილი, რუსთაველი და თავისუფლების მოედანი. ფესტივალი 6 დეკემბერს გაიხსნა და 8 დეკემბრის 00:00 საათამდე გასტანს.

პროექტში 15 თანამედროვე ქართველი და უცხოელი არტისტი მონაწილეობს: ლევან ამაშუკელი, ნინო ბოსიკაშვილი, თინა ჩერტოვა, Gagosh, ირაკლი (მორე) ლიტვინენკო, მარიამ კაჭარავა, ნიკა ქუთელია, ელენ გლაზოვა, Masholand, BIIMO, მაკა ზედელაშვილი, გიორგი ცქვიტინიძე, NINVELI, ნინო ხუნდაძე და SARI KIMORO CLAN.

პროექტის ორგანიზატორია ArtUp – Street Gallery თბილისის მერიის და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხარდაჭერით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები