LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გაიარა ედ შირანმა გზა ქუჩის მუსიკოსობიდან პოპულარობის მწვერვალებამდე – მუსიკალური ისტორიები

151
1

დღეს ჩვენ ედ შირანზე ვისაუბრებთ, ადამიანზე, რომელსაც თანამედროვე მუსიკალური სამყაროს სუპერვარსკვლავი შეიძლება დავარქვათ. მისი სრული სახელია ედვარდ კრისტოფერ შირანი. ის 1991 წელს ქალაქ გალიფაქსში დაიბადა, თუმცა, ბავშვობა საფოლკის საგრაფოში გაატარა. შირანის ბებია და ბაბუა ირლანდიელები არიან, ეს კარგად ეტყობა მის გარეგნობასაც.

Merry Christmas – ელტონ ჯონისა და ედ შირანის ცხელ-ცხელი საშობაო სიმღერა ყველა რეკორდს ხსნის

ედ შირანი „ვოისის“ ახალ სეზონში მეგა-მენტორად მოგვევლინება

მუსიკის მიმართ სიყვარული ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან გაჩნდა. 4 წლის ასაკიდან ის ადგილობრივი ეკლესიის გუნდში მღეროდა, მისი მშობლები არტ-კონსულტანტები იყვნენ, უფროსი ძმა კი, კომპოზიტორი. ამიტომ მისი სიყვარული შემოქმედების მიმართ, არავის გაჰკვირვებია. ამბობს, რომ მისი მუსიკალური გემოვნების ფორმირებაზე უდიდესი გავლენა მოახდინეს ერიკ კლეპტონმა, პოლ მაკარტნიმ, ბოდ დილანმა და ემინემმა. სკოლაში სწავლის დროს ედიმ გიტარაზე დაკვრა ისწავლა, მალევე საცხოვრებლად ის ლონდონში გადავიდა. მუშაობა ახალგაზრდულ ნაციონალურ თეატრში დაიწყო და უკვე 14 წლის ასაკში მან საკუთარი მსმენელი ჰყავდა, მართალია ეს არ იყო დიდი აუდიტორია, მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ მუსიკოსს პირველი ალბომი Orange Room გამოეშვა.

ნამდვილი პოპულარობა დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ედ შირანმა აქტიურად დაიწყო კონცერტებზე გამოსვლა. 2010 წელს ის ლოს-ანჯელესში გადავიდა, სადაც სხვათა შორის ქუჩის მუსიკოსის ამპლუაში გააცნო თავი საზოგადოებას. ამბობენ, რომ ჯეიმი ფოქსი იმდენად მოიხიბლა ედ შირანით, როცა მას ქუჩაში მოუსმინა, რომ ის საკუთარ საავტორო გადაცემაში დაპატიჟა. ასე დაიწყო ყველაფერი.

პირველი ლეიბლი, რომელთანაც მუსიკოსმა თანამშრომლობა დაიწყო, გახდა Atlantic Records და ალბომი „+“. ამის შემდეგ მოსაყოლი ედიზე მართლაც ბევრია, სუპერპოპულარული ჰიტები, ,,გრემის” ნომინაციები, კონცერტები, კოლაბორაციები. თუმცა, მოდით მოვყვეთ საინტერესო ფაქტების ქრონოლოგიას.

ედი გახლავთ ავტორი სიმღერისა Love Yourself, რომელიც მან ჯასტინ ბიბერისთვის დაწერა, ის ასევე წერდა სიმღერებს One Direction-ისა და ტეილორ სვიფტისთვის. 2017 წელს ედის სიმღერებმა Shape Of You და Castle On The Hill ,,ბილბორდის” ჩარტების ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალეს. ამბობს, რომ აქვს ასეთი ტრადიცია, შხაპის მიღების დრო მუდამ მღერის ბრიტნი სპირსის ცნობილ ჰიტს  Everytime.

კითხვაზე, რა იყო მისი ცხოვრების ყველაზე ცუდი საჩუქარი, ედი ამბობს, რომ ეს იყო ძმისგან მიღებული ბარბის თოჯინა. მუსიკოსს საოცრად უყვარს კატები და ამბობს, რომ სხვა ცხოვრებაში სიამოვნებით გაუცვლიდა მას ადგილს. მუსიკოსს აქვს 4 გიტარა, რომელსაც უკვე დაარქვა სახელები.

ვარსკვლავს აქვს უცნაური აკვიატებებიც, მაგალითად დღემდე სიგიჟემდე უყვარს „ორეოს“ პეჩენია და ამბობს, რომ ის პირდაპირი მნიშვნელობით დამოკიდებულია ამ ტკბილეულზე. ასევე ერთ დროს შეყვარებული იყო რიანაზე და ამბობს, რომ სიმღერა The Shape Of You მისთვის დაწერა, თუმცა, ბოლო მომენტში მისი შესრულება მარტომ გადაწყვიტა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები