LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განთლების სამინისტრო სტუდენტების დაფინანსების მექანიზმს ცვლის

91

განთლების სამინისტრო სტუდენტების დაფინანსების მექანიზმს ცვლის. ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას განაცხადა. ბატიაშვილის შეფასებით, დღეს არსებული დაფინანსება არაეფექტურია.

„დღეს არსებული დაფინანსების მექანიზმები შეიცვლება. არ იქნება მიბმული დღევანდელ სისტემაზე, არამედ იქნება განსხვავებულ სისტემაზე, რომელიც იქნება სხვადასხვა კრიტერიუმებით შედგენილი. ამ რეფორმაში ჩართულები არიან მსოფლიო ბანკის ექსპერტებიც. ამ ყველაფერს წარმოვადგენთ სექტემბერში“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები