„ჩვენ უნდა მივიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი ჯანმო-სგან რაც შეიძლება მალე, რათა ჩვენი „სპუტნიკ V“ ვაქცინა უფრო ფართოდ გავრცელდეს მსოფლიოში“, – რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ცნობით ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა,
ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია Sputnik V-ის ავტორიზაციას მალე მიანიჭებს.
მისივე მტკიცებით, მტკიცებით, რუსული ვაქცინა არსებულებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რუსული ვაქცინის შესახებ მონაცემების განხილვა ჯერ არ დაუსრულებია.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა „სპუტნიკ V“-ით ვაქცინაცია გაზაფხულზე ჩაიტარა. გასულ თვეში კი მან „სპუტნიკ ლაითის“ ბუსტერ დოზა მიიღო.