LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭუბერში სტიქიური მოვლენების გამეორების საფრთხე არ არსებობს

93

ჭუბერში სტიქიური მოვლენების გამეორების საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა განუცხადა.

მერაბ გაფრინდაშვილის თქმით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დადგინდა, რომ მდ. ნენსკრას ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექები მოვიდა, ასევე, მაღალი ატმოსფერული ტემპერატურის ფონზე ნარჩენი თოვლისა და მყინვართა დნობის აქტიურ პროცესს ჰქონდა ადგილი.

„ამას თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექები, რომლებმაც მდინარე ოკრილას ხეობაში გამოიწვია მეწყრულ-გრავიტაციული უბნებისა და ღვარცოფული წყალსადინებების გააქტიურება, რომელიც ერთიანობაში მძლავრ ღვარცოფულ ნაკადში გადაიზარდა, შევიდა მდინარე ნენსკრას კალაპოტში, კალაპოტმა ვერ გაატარა ეს წყალი, ნარჩენები და გამოიწვია სტიქია. სტიქიას კავშირი არ აქვს ჰესის მშენებლობასთან. ხეობაში მონიტორინგის სისტემების დამონტაჟებაა აუცილებელი, ნაპირსამაგრი სამუშაოებია გასატარებელი, უნდა გასწორხაზოვნდეს კალაპოტი. ამ მასშტაბის სტიქიას აღარ ველოდებით ამ ხეობაში“, – განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჭუბერში განვითარებული სტიქიური პროცესების შესახებ საბოლოო ანგარიში გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები