LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილისგან პიროვნების კულტი შექმნას: ლაშა დამენია

87
დამენია ფოტო

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილისგან პიროვნების კულტი შექმნას. – ამის შესახებ, “ევროპული საქართვლოს” წევრა, ლაშა დამენიამ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ის, რომ ბიძინა ივანიშვილი სკოლის სახელმძღვანელოებში გამოჩნდა, კიდევ ერთხელ ამტკიცებს თუ რამდენად აცდენილია “ქართული ოცნება” დემოკრატიულ განვითარებას.

„განათლების მინისტრისგან ამ ნაბიჯის გადადგმა, როდესაც სასკოლო სახელმძღვანელოებში შეაქვს პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურების ბიოგრაფია და მათი დამსახურებები ქვეყნის წინაშე. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე თუ რაოდენ აცდენილია „ქართული ოცნება“ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირის მსგავსად, როგორც ჩვეულებრივი პიროვნების კულტი, ისე წარმოაჩინოს ივანიშვილის დამსახურებები საქართველოს წინაშე.“ – განაცხადა დამენიამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები