LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე დღეს მამუკა ხაზარაძე დაიკითხება

114
ჯაფარიძე ხაზარაძე

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძე დაიკითხება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე გაიმართება.

პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას მამუკა ხაზარაძე მისცემს.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები