LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძე დაიკითხება

110
მამუკა-ხაზარაძე-პოლიტიკური-ორგანიზაცია-ლელოს-თავმჯდომარე

ხვალ 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე დაიკითხება.

პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას მამუკა ხაზარაძე მისცემს.

შეგახსენებთ, “ლელოს” დამფუძნებლებს ბრალი, ჯგუფურად 16 644 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს. მათ უწყება ედავება ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).