Gino Paradise დროებით იხურება. შესაბამისი ინფორმაცია ცნობილმა აკვაპარკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მეგობრებო, სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ამ ეტაპზე თქვენთან დამშვიდობება გვიწევს. წინასწარ გილოცავთ დამდგეგ შობა-ახალ წელს და ბედნიერ, სიცოცხლით სავსე 2022 წელს გისურვებთ!
იმედს ვიტოვებთ, რომ პანდემიას საბოლოოდ დავამარცხებთ და შემდეგი წლიდან ძველებურად ბევრს ვიმხიარულებთ ხოლმე! მომავალ შეხვედრამდე!“, – წერია Gino Paradise-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, „ჯინო ფერედაისი“ აღმოსავლეთ ევროპაში პირველი გრანდიოზული აკვაპარკია, რომელიც დამსვენებლებს ხარისხიან, კომფორტულ და მეგობრულ გარემოს სთავაზობს.