ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი უწყებაში საკადრო გადაადგილებებს არ გეგმავს. ივანე მაჭავარიანმა ამის შესახებ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, გუნდის მთელი ძალისხმევა მცირე მთავრობის კონცეფციაზე იქნება მიმართული.
„ჩემთვის ეს ახალი გამოცდილება იყო, საკმაოდ ცხარე დისკუსიები იყო და კითხვები ძირითადად იყო საინტერესო. მოადგილეებს რაც შეეხება, მქონდა შეხვედრა. კვალიფიციურები და მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ამ ეტაპზე საკადრო გადაადგილებებს არ ვგეგმავ. შევხედავ პროცესებს და მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მცირე მთავრობის კონცეფციაზე,” – განაცხადა მაჭავარიანმა.