LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტლის შემდეგ, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დააბრუნებენ

803
რატი ბრეგაძე

მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტლის შემდეგ, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დააბრუნებენ, თუმცა როდის, ეს უცნობია. ამის შესახებ მედიას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განუცხადა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სააკაშვილს რუსთავში, სამედიცინო დასკვნის საფუძველზე გადაიყვანენ. მინისტრმა ჟურნალისტის რეპლიკა ექსპრეზიდენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრისას შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ  სიტყვა „შუმოკი“, გადაძახილია.

„როცა ამბობთ ტერმინს ორგანიზებული, ეს უნდა დაამტკიცოთ, რასაც თქვენ ამბობთ, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი მტკიცებულებები. მრავალგზის გითხარით, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ თუკი რაიმე შეკითხვა გაქვთ მის გადაყვანასთან დაკავშირებით, იმ ე.წ. შუმოკთან დაკავშირებით, სხვათა შორის, ამ რუსულ სიტყვას ახალგაზრდა ჟურნალისტი რატომ იყენებთ…

როცა თქვენ, ახალგაზრდა ჟურნალისტი საუბრობთ თანამედროვე საქართველოში, კარგი იქნება გამოიყენოთ ქართულ შესატყვისები. ჩემგან მსგავსი ტერმინი გაგიგიათ? ამას ქართულად ჰქვია გადაძახილი, ისაუბრეთ ქართულად“, – უთხრა „მთავარ არხს“ რატი ბრეგაძემ.