სალომე კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში საქველმოქმედო ინიციატივით გამოდის. ის საკუთარ დაბადების დღეზე, 5 დეკემბერს, დედაენის ბაღში იმღერებს და ყველა მიღებულ საჩუქარს სოციალურად დაუცველ პატარებს გადასცემს.
„მეგობრებო, 5 დეკემბერს ,ჩემს დაბადების დღეზე, მინდა ვიმღერო სოციალურად დაუცველი ჩვენი პატარა მეგობრებისთვის, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ!
მინდა, საახალწლოდ არავინ დარჩეს უსაჩუქროდ და ამიტომ ყველა ჩემს საჩუქარს გადავცემ ბავშვებს ✨
მინდა, ისეთი ჯადოსნური საჩუქრები ვაჩუქოთ, რასაც ჩვენს შვილებს ვაჩუქებდით!..
გელოდებით კვირას, 3 საათზე დედა ენის ბაღში…“